ოზურგეთში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

თვითმხილველების თქმით, ნიღბიანმა და შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოლარეს იარაღის მუქარით ნავაჭრი თანხა წაართვა და მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ოზურგეთის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა სუპერმარკეტი „მოდერნი" დააყაჩაღა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

პოლიციამ მაღაზიიდან მობილური ტელეფონების მოპარვის ბრალდებით 20 წლის მამაკაცი დააკავა

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოლარეს მუქარით ნავაჭრი თანხა წაართვა და მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 1500 ლარამდე თანხა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, მძარცველს ნიღაბი და ხელთათმანები ეკეთა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.