ყვითელი ამბები

„რას აკეთებ, გოგო, რასა“ – „ლუნას“ თავზე მოულოდნელად „თენგოი“ დაადგა და თმით ითრია – ვიდეო

შოთიკო ნოზაძე და ქეთი ხუციშვილი სუპერპოპულარულები მას შემდეგ გახდნენ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ და-ძმის ლუნა და თენგო მაზიაშვილების როლები მოირგეს. შოთიკო და ქეთი ამჯერად „კომედი შოუს“ სკეტჩებში მონაწილეობენ.
Sputnik

ქეთი ხუციშვილმა „ფეისბუქზე“ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ცეკვისას მოულოდნელად „თენგოი“ თავზე წაადგა და თმით ითრია. ვიდეოს უამრავი კომენტარი აქვს.