ყვითელი ამბები

„ამ გოგოს ასაკი უფრო მოუხდა“ – ირინა ონაშვილი ჩცდ-ში გადაიღეს – ფოტოები

34 წლის მოდელი ახალი თაობისთვის დიდი მაგალითია. მისი თვალისმომჭრელი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. მოდელმა საკუთარი ძალები სამსახიობო ამპლუაშიც მოსინჯა.
Sputnik

მშვენიერი მოდელი ირინა ონაშვილი უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. კარიერის დასაწყისში მისი გარეგნობა რეჟისორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლსა და კლიპშიც გადაიღეს. საზოგადოების აღიარება კი „მის საქართველო 2003“-ის ტიტულმა მოუტანა.

16 წლის წინ დაწყებული კარიერა დღემდე წარმატებით გრძელდება. მოდელი საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ზრუნავს. Instagram-ის პირად გვერდზე თავის მოვლის საშუალებებს ხშირად აქვეყნებს და სილამაზის ხრიკებს ქალბატონებს დაუზარებლად უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ ირინა ონაშვილმა მარტივად დაიკლო. მის გარეგნობაში სოციალური ქსელის ყველაზე კრიტიკული მომხმარებელიც კი მინუსებს ვერ ხედავს. ფაქტი ფაქტად რჩება – ირინა ონაშვილის ბუნებრივ სილამაზეს გოლიათი ვაჟის დაბადებაც კი, რომელიც 5 კილომდე გაჩნდა, ვერაფერს აკლებს. ბევრმა არ იცის, რომ წარმატებული კარიერის მიუხედავად, ირინა ონაშვილი სამოდელო კარიერაზე არ შეჩერდა. ახლა „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

34 წლის მოდელი ახალი თაობისთვის დიდი მაგალითია. მისი თვალისმომჭრელი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. მოდელმა საკუთარი ძალები მსახიობის ამპლუაშიც მოსინჯა. ის მონაწილეობს ცნობილ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“. სერიალის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებს გადასაღები მოედნიდან უამრავი დადებითი კომენტარი აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ირინა არაჩვეულებრივად გამოიყურება. ზოგიერთმა ისიც აღნიშნა, რომ ასაკი ქალს ძალიან მოუხდა და უფრო დამშვენდა. მათ შორის აღმოჩნდენ ისეთებიც, რომლებმაც ირინას გადიდებული ტუჩი დაუწუნეს და თქვეს, რომ აღნიშნულ ცვლილებამდე მოდელი უფრო კარგად გამოიყურებოდა.