თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. იაპონიაში სწრაფი კვების რესტორნების ქსელში „მაცუა“ ოთხშაბათიდან იყიდება ქართული კერძი – შქმერული, ნათქვამია იაპონიაში საქართველოს საელჩოს Facebook-გვერდზე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა ფილიალში, იაპონიაში კი ის დაახლოებით ათასია, გამოფენილია ბანერები, რომლებზეც გამოსახულია საქართველოს რუკა და დროშა, ასევე დატანილია მოკლე ინფორმაცია ქვეყნის შესახებ.
შქმერული – ქართული კერძია, რომლის ადგილწარმოშობას ონის მუნიციპალიტეტის სოფელი შქმერი წარმოადგენს. ეს არის შემწვარი წიწილა რძისა და ნივრის სოუსში.