მსოფლიო დღეს

ირანის პრეზიდენტი ევროკავშირისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ გააჩნია თავისუფალი მოქმედების უნარი და მოუწოდა მათ, ბოდიში მოუხადონ თეირანს „უშედეგეობისა და აშშ-ის წინაშე შიშისთვის“.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გააკრიტიკა დასავლეთის წინადადება – შეიცვალოს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა (JCPOA) აშშ-ის მიერ შეთავაზებული ახალი შეთანხმებით. 

დონალდ ტრამპი: საერთოდ არ მაღელვებს, წამოვა თუ არა ირანი მოლაპარაკებებზე

სამშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მისაღებად ცნო პრეზიდენტ ტრამპის პირობებით JCPOA-ს ცვლილება და ამას „ტრამპის გარიგება“ უწოდა.

„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შემოგვთავაზა, გვერდზე გადავდოთ JCPOA და ტრამპის გარიგებაზე გადავიდეთ... მაგრამ ტრამპი არღვევს შეთანხმებას, არღვევს საერთაშორისო კანონებსა და ნორმებს“, — განაცხადა როუჰანიმ.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ გააჩნია თავისუფალი მოქმედების უნარი და მოუწოდა მათ, ბოდიში მოუხადონ თეირანს „უშედეგეობისა და აშშ-ის წინაშე შიშისთვის“.

„ჩვენ მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ მოქმედების ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას“, — განაცხადა მან. 

გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სამშაბათს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ირანის ბირთვული გარიგების ფარგლებში მოქმედებას იწყებს დავების გადაჭრის მექანიზმი, ვინაიდან თეირანმა უარი თქვა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებაზე. 

2015 წელს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს ერთობლივ ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმას, რომელიც თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

შეთანხმებამ თავდაპირველი სახით სამი წელიც ვერ იარსება: 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ თეირანმა უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე,