ყვითელი ამბები

ბერა შუა ტყეში ნახევრადშიშველი ვარჯიშობს – ნახეთ როგორი ძლიერი ყოფილა მუსიკოსი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის ყველაზე პოპულარული და საზოგადოებისთვის მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.
Sputnik

გასული წლის დეკემბერში მუსიკოსი ბერა ივანიშვილი 25 წლის გახდა. მუსიკოსი სოციალურ ქსელში აქტუალური ყოველთვის იყო, თუმცა ახლა სოციალური ქსელის მომხმარებლები განსაკუთრებულად დაინტერესებული არიან მისით და მისი ახალშობილით – პატარა ბერუკათი, რომლის ყოველი ახალი ფოტო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლახან ბერა ივანიშვილის „ხელმომწერების“ რაოდენობამ Instagram-ზე მილიონს გადააჭარბა. ბერამ ტყეში გადაღებული ვარჯიშის ვიდეო დადო და ასე გადაუხადა მადლობა მის გულშემატკივრებს. ვიდეოში მუსიკოსი წელზემოთ შიშველია და ოსტატურად ვარჯიშობს ხეებზე გადებულ ძელზე.

ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის წყვილს 29 ნოემბერს ვაჟი შეეძინა. პატარას ბერუკა დაარქვეს. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს – ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან. წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2018 წლის სექტემბერში გავ­რცელ­და. პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილი, ის არის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მასმედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ის დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ.

ახალგაზრდების ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" – ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ფოტოებზე ისინი „სამოსელი პირველის“ საქორწინო ტანსაცმელში არიან. ფოტოებზე აღბეჭდილია ჯვრისწერის მთავარი და ბედნიერი მომენტები.