მსოფლიო დღეს

აშშ ერაყისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას გეგმავს

გამოცემა ირწმუნება, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე ამზადებს გადაწყვეტილებას ერაყისთვის სამხედრო დახმარების 250 მლნ დოლარით შემცირების თაობაზე.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. აშშ სამხედრო დახმარებას შეუმცირებს ერაყს, თუ ქვეყნის ხელისუფლება ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს, იუწყება გამოცემა Wall Street Journal აშშ-ის ოფიციალური პირების ელექტრონულ მიმოწერაზე დაყრდნობით. 

მედია: ტრამპის ადმინისტრაციამ ერაყის საწინააღმდეგო სანქციების შემუშავება დაიწყო

გამოცემა ირწმუნება, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე ამზადებს გადაწყვეტილებას ერაყისთვის სამხედრო დახმარების 250 მლნ დოლარით შემცირების თაობაზე.

აღინიშნება ისიც, რომ კონგრესმა უკვე მოიწონა ეს გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, ადმინისტრაცია განიხილავს სხვა ეკონომიკური და სამხედრო დახმარების შემცირების შესაძლებლობებსაც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერჯერობით მიღებული არ არის. 

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყში ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს. ამის პასუხად ირანმა 8 იანვარს სარაკეტო იერიში მიიტანა ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალის დემონსტრირების ნაცვლად თეირანს ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა. 

სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონის ძალის არმქონე რეზოლუცია, რომელიც ქვეყნიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას მოითხოვდა. როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, შეერთებული შტატები არ აპირებს ერაყიდან გასვლას.