ახალი ქრისტიანების დაბადება – თბილისში მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართა

Sputnik

გუშინ საქართველოს დედაქალაქში, სამების საკათედრო ტაძარში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა.

ამჯერად უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 521 ბავშვი მონათლა. ეს უკვე 62-ე საყოველთაო ნათლობა იყო. აქამდე საქართველოს პატრიარქს უკვე ჰყავდა 40 388 ნათლული.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი ნათლავს ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს, რომელთა მშობლებიც ჯვარდაწერილები არიან. ამ ინიციატივის მიზანი შობადობის გაზრდა და ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

1 / 15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულობა ბევრ ოჯახურ წყვილს სურს
2 / 15
ნათლობისათვის პატარების მშობლები განსაკუთრებული სიყვარულით და თაყვანისცემით ემზადებიან
3 / 15
ღონისძიება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა
4 / 15
როდესაც შვილის ნათლია საქართველოს სულიერი წინამძღოლია, ეს სასიხარულოა, თუმცა საპასუხისმგებლოც
5 / 15
პირველად მასობრივი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა თბილისში
6 / 15
ეს პატრიარქის ინიციატიცაა, შობადობის გასაზრდელად
7 / 15
სამი ან მეტი შვილის მშობლებს, რომლებიც ქორწინებაში იმყოფებიან, შეუძლიათ შვილები პატრიარქს მოანათლინონ
8 / 15
მასობრივ ნათლობაში მონაწილეობისათვის საჭიროა საპატრიარქოში განცხადების შეტანა
9 / 15
საყოველთაო ნათლობის ცერემონია წელიწადში სამჯერ იმართება: ზამთარში, გაზაფხულზე და შემოდგომაზე
10 / 15
ნათლობის პროცესი ამაღელვებლად და ლამაზად მიმდინარეობს. ტაძარში თბილი გარემოა: გარშემო სიხარული და ბედნიერება იგრძნობა
11 / 15
ბედნიერი მშობლები ბავშვებს სამახსოვრო ფოტოებს უღებენ
12 / 15
პატრიარქის გარდა, ბავშვებს მშობლების მიერ არჩეული ნათლიებიც ჰყავთ
13 / 15
მორწმუნეებისათვის ქრისტიანების მატება მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა
14 / 15
ცერემონიის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა ყველა ნათლული დალოცა
15 / 15
კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისათვის 40 388 ნათლული ჰყავს