ყვითელი ამბები

ნახეთ რა სიმპათიური შეყვარებული ჰყავს ევა ბარბაქაძეს – გოგონა გრძნობებს აღარ მალავს

მოდური და ექსტრავაგანტული შორენა ბეგაშვილი პოპულარობას არ კარგავს. მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა – მსახიობი ცოტა ხნის წინ მეუღლეს გაეყარა. რაც შეეხება მის ქალიშვილს, როგორც ჩანს, ევა შეყვარებულია. ნახეთ, რა რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს გოგონა.
Sputnik

პოპულარული დედა-შვილის გარშემო სკანდალური ჭორები არ წყდება. ცოტა ხნის წინ შორენა ბეგაშვილმა იუსტიციის სახლის ტერიტორიიდან განქორწინების მოწმობის ფოტო გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლები დააინტრიგა. ბევრს ეგონა, რომ შორენა ევას მამას, მის პირველ სიყვარულს ოფიციალურად ახლა დაშორდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ სექს-სიმბოლო ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს გაეყარა.

შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა – სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა. მას უკვე 17 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს. დედასთან შედარებით თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა, მაგრამ უახლესმა სურათმა უამრავი ადამიანი დააინტრიგა. აღნიშნულმა სურათმა, რომელზეც ევამ ულამაზესი მხრები მოიშიშვლა, 2 ათასზე მეტი მოწონება და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა. უახლესი ფოტოები სოციალური ქსელის აფეთქების მიზეზი გახდა. როგორც ჩანს, გოგონა შეყვარებულია და გრძნობებს აღარ მალავს. ევამ Instagram-ის „სთორიში“ შეყვარებულთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა.