კერესელიძე: ქავთარაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან ახლოს ორი ავტოგასამართი სადგურია

თბილისის სახანძრო-სამაშველოს სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ კერესელიძემ ქავთარაძის 3 ნომერში სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძარზე ისაუბრა.
Sputnik
კერესელიძე: ქავთარაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან ახლოს ორი ავტოგასამართი სადგურია
„ქავთარაძის 3 ნომერში ხანძარი გაუჩნდა მაღაზიას, სადაც ინახებოდა სამშენებლო მასალები. ხანძრის გავრცელების საფრთხე იყო, რადგან გვერდზე, ახლოს სხვა მაღაზიებიც არის და ასევე არის ავტოგასამართი ორი სადგური. ადგილზე ოპერატიულად მობილიზდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

კერესელიძის განმარტებით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ შექმნილა.