მუზეუმთან სელფის დღე: საქართველო საერთაშორისო ფლეშმობს უერთდება

სელფის გადაღება ბევრს უყვარს, მაგრამ ქართული მუზეუმების უმდიდრესი კოლექციების ფონზე - მხოლოდ ერთეულებს
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი სოციალურ ქსელებში ტრადიციულად უერთდება საერთაშორისო აქციას - მუზეუმის სელფის დღეს (Museum Selfie Day).

გაიღიმეთ: შემთხვევითი გამვლელების სელფები ცნობილ პოლიტიკოსებთან

წელს მუზეუმის სელფის დღე მთელს მსოფლიოში 15 იანვარს აღინიშნება. სხვადასხვა ქვეყნების მცხოვრებლები იღებენ ფოტოებს მუზეუმების შენობების ან ექსპონატების ფონზე და შემდეგ ტვირთავენ მათ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #MuseumSelfieDay.

პირველად მუზეუმის სელფის დღე აღნიშნეს 2014 წელს ინტერნაციონალური პროექტის Culture Themes ინიციატივით. აქციის მიზანია სოციალური ქსელების დახმარებით მუზეუმების პოპულარიზაცია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოუწოდებს ყველას ჩაერთონ კამპანიაში #მოდიმუზეუმში

„15 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით #მოდიმუზეუმში, გადაიღე Selfie და ატვირთე საჯაროდ შენს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით: #MuseumSelfie2020 #GNMuseumSelfie2020. ასევე მოგვნიშნეთ Facebook-ზე, Instagram-სა და Twitter-ზე“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ნარცისიზმი სელფის ეპოქაში: თბილისში საინტერესო გამოფენა იხსნება >>

საუკეთესო ფოტოების ავტორები ეროვნული მუზეუმისგან პრიზებს მიიღებენ - მუზეუმის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს საქართველოს კულტურასა და ისტორიის შესახებ. გარდა ამისა, რჩეული ფოტოები მუზეუმის სოციალური ქსელის გვერდებზე აიტვირთება.

საქართველოს მუზეუმების სრული სიის ნახვა შესაძლებელია აქ.