მსოფლიო დღეს

ლავროვი: რუსეთი ლიბიაში სიტუაციის დარეგულირებაზე მუშაობას განაგრძობს

ლავროვის განმარტებით, მოლაპარაკებების შემაჯამებელ დოკუმენტს ლიბიის კონფლიქტის რამდენიმე მხარემ მოაწერა ხელი, მაგრამ ხაფთარმა დამატებითი დრო ითხოვა.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. რუსეთი განაგრძობს ძალისხმევას ლიბიაში ვითარების დარეგულირებისთვის, აუცილებელია ბიძგი მივცეთ ყველა მხარეს – შეთანხმდნენ და შეწყვიტონ ურთიერთობების გარკვევა ძალისმიერი მეთოდებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 

ლავროვი: მოსკოვში ლიბიის საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესია მიღწეულიე

მინისტრის თქმით, მანამდე თურქეთისა და რუსეთის ლიდერებმა ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა წამოაყენეს, რასთან დაკავშირებითაც მოსკოვში გუშინ ლიბიის საკითხებზე მოლაპარაკებები გაიმართა ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ფაიეზ სარაჯსა და ლიბიის ეროვნული არმიის მარშალ ხალიფა ხაფთარს შორის.

„ამ მიმართულებით ძალისხმევას განვაგრძობთ. ჯერჯერობით საბოლოო შედეგები მიღწეული არ არის“, — აღნიშნა ლავროვმა.

ლიბიური წყაროს ინფორმაციით, ხალიფა ხაფთარმა რუსეთი ისე დატოვა, რომ ფაიეზ სარაჯთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. ლავროვის განმარტებით, მოლაპარაკებების შემაჯამებელ დოკუმენტს ლიბიის კონფლიქტის რამდენიმე მხარემ მოაწერა ხელი, მაგრამ ხაფთარმა დამატებითი დრო ითხოვა.

2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობის შემდეგ ლიბიამ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება როგორც ერთიანმა სახელმწიფომ. ამ დროისათვის ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა: აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი მართავს, დასავლეთს კი, დედაქალაქ ტრიპოლის ჩათვლით, მართავს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ლიბიის ეროვნული არმიის მთავარსარდალ ხალიფა ხაფთართან თანამშრომლობს.