ილია მეორის ნათლული კიდევ ხუთასზე მეტი ბავშვი გახდა

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 40 388 ათასი ნათლული ჰყავს
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 62–ე მასობრივი ნათლობა გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კიდევ 521 ბავშვის ნათლია გახდა. ახალმონათლულ ბავშვებს ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.

ილია მეორე მეორედ მოსვლის შესახებ: „შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა...“

საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ნათლულები დალოცა.

„ყველას გილოცავთ ქრისტეშობას და ახალ წელს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს მოინათლა მრავალი ბავშვი. ეს მადლი სულისა წმინდისა გადმოვიდა მათზე. ბედნიერი და დალოცვილი იყავით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – ბრძანა ილია მეორემ.

საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 40 388 ათასი ნათლული ჰყავს.