ყვითელი ამბები

„და ჩვენ ვიცეკვეთ? “ – გოჩა ჩერტკოევი „ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალზე წერს

ცნობილი საცეკვაო შოუ „იმედზე“ ახალი სეზონით 11 ნოემბერს დაბრუნდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წყვილებს ცნობილი მოცეკვავეები და ცნობილი სახეები ქმნიან.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მუსიკალურ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალს, რომელიც გუშინ გაიმართა, სოციალურ ქსელში ცნობილი ქორეოგრაფი და ამ პროექტის ჟიურის ყოფილი წევრი გოჩა ჩერტკოევი გამოეხმაურა.

„უნიჭიერესები...“ – გოჩა ჩერტკოევი მისი და მისი მეუღლის ორეულების ფოტოს აქვეყნებს

„და ჩვენ ვიცეკვეთ?“ – დაწერა ჩერტკოევმა. როგორც ჩანს, ცნობილი მოცეკვავე უკმაყოფილო დარჩა შედეგით. 

„ცეკვავენ ვარსკვლავების” მეცხრე სეზონის გამარჯვებული მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ანკა ვასაძე გახდა. ანკას მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იყო. მათ ფინალამდე ისე მიაღწიეს, რომ ერთხელაც არ ყოფილან გავარდნის კანდიდატები. მეორე ადგილზე ფეხბურთელი დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი გავიდნენ. მესამე ადგილი კი მსახიობმა გია ფერაძემ და ვერკა ჯაჯანიძემ დაიკავეს. ყველა ფინალისტს სხვადასხვა პრიზი გადაეცა.

ცნობილი საცეკვაო შოუ „იმედზე“ ახალი სეზონით 11 ნოემბერს დაბრუნდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წყვილებს ცნობილი მოცეკვავეები და ცნობილი სახეები ქმნიან.

სალომე ღვინიაშვილი და ანუკი არეშიძე ერთად ცეკვავენ – გლამურული საღამო ანუკის სახლში

წელს პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად პროექტის მონაწილეები გახდნენ მსახიობები, მოდელები, სპორტსმენები, მომღერლები: ნოდარ სიმსივე და მზია ორველაშვილი, ნინი გოგიჩაიშვილი და ირაკლი ძაძამია, ნათია ჩარკვიანი და იაკობ ყუფუნია, პაატა თედიაშვილი და თიკო ჩიტიძე, ანკა ვასაძე და ოთო ფოლადაშვილი, თემურ თათარაშვილი და ლოლიტა მაჭავარიანი, მაგდალენა ჯოხაძე და ლევან ახვლედიანი, დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი, მალხაზ გარსევანიშვილი და ირა კვიტინსკაია, გია ფერაძე და ვერკა ჯაჯანიძე.

საცეკვაო შოუს წამყვანები ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი იყვნენ, რომლებსაც შოუ მანამდეც არაერთხელ წაუყვანიათ. „ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში პირველად 2012 წელს დაიწყო და მასში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.