თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთი ტაქსი იყო.
ქობულეთში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა>>
„პირველი არხის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რომლის მძღოლიც, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.
მიმდინარეობს გამოძიება ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის მუხლით. დაკავებულია ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.