გათენაშვილი: გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტთა მომართვიანობა კვლავ მაღალი რჩება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ნატო გათენაშვილი გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობაზე საუბრობს.
Sputnik
გათენაშვილი: გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტთა მომართვიანობა კვლავ მაღალი რჩება
„გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტთა მომართვიანობა კვლავ მაღალი რჩება. დღის განმავლობაში ჩვენს კლინიკას აკითხავს დაახლოებით 70-დან 80-მდე პაციენტი. აქედან უმეტესობა გრიპის ვირუსითაა დაავადებული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის გრიპის ვირუსით. ხშირ შემთხვევაში არის გართულებული მდგომარეობა პნევმონიით, ისინი სტაციონარულ მკურნალობას გადიან“, – აღნიშნა ნატო გათენაშვილმა.

ექიმის განმარტებით, პაციენტების უმეტესი ნაწილი ბინაზე ეწერება ამბულატორიულ რეჟიმში სამკურნალოდ.