თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. ისანი-სამგორის რაიონში მეორადი ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
„112“-ის ცენტრში შესული შეტყობინების თანახმად, მეტროს სადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი ფიქსირდებოდა.
ხანძარი სამგორში ლოკალიზებულია: ადგილზე მეხანძრეები მუშაობას აგრძელებენ
ამჟამად ადგილზე მომუშავე მეხანძრე-მაშველები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.
ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.