ყვითელი ამბები

თამო ვაშალომიძის ქალიშვილი ძალიან შეიცვალა – ვის ჰგავს პატარა სოფია?

თამო ვაშალომიძე სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიური გახდა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მისი ქალიშვილი, პატარა სოფიაა. ნახეთ, როგორ გამოიყურება წამოზრდილი გოგონა...
Sputnik

თამო ვაშალომიძის ცხოვრებაში უეცრად მოსული პოპულარობა დიდ ძალისხმევას და შრომას არ უკავშირდება. საზოგადოების ასეთი აზრის მიუხედავად, ფოტომოდელი ბევრს ვარჯიშობს, დღითი დღე იხვეწება და წარმატების ახალ გზებს იკვლევს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საინტერესო ფოტოების გამოქვეყნებას თავს არიდებს, მის გვერდზე თაყვანისმცემლების აქტიურობა არ ნელდება.

სკანდალური თამო ვაშალომიძე ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, მაგრამ ულამაზესი ქალიშვილი საზოგადოებისთვის უცნობი, როგორც თავად ამბობს, დაოჯახებული მამაკაცისგან ჰყავს. ფოტომოდელის პირად ურთიერთობებზე ყველა საუბრობს. საკმარისია თამო მამაკაცთან ერთად გამოჩნდეს, სოციალურ ქსელში ბუმი იწყება. თუმცა, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ის ერთადერთ ქალიშვილთან ერთად გამოქვეყნებულ სურათებს უფრო აქტიურად აქვეყნებს. ამჯერად თაყვანისმცემლებს საახალწლო სამზადისი გაუზიარა და თითოეული „ფოლოვერი“ ბრჭყვიალა და განსხვავებული ნაძვის ხით გააოცა.

გარდა გაზიარებული ფოტოსესიებისა, Instagram-ზე ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ. თამო ვაშალომიძე ყურადღების მიქცევას მიმზიდველი ფორმებით, გამომწვევი ჩაცმულობით და ეპატაჟურობით ცდილობს. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს 40000-მდე ნახვა, ხოლო ფოტოებს 4000-ზე მეტი მოწონება აქვს. აღსანიშნავია, რომ ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და სასურველი სტუმარია.