ტოჩინოშინმა წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა

სტატუსის ასამაღლებლად ქართველმა ტოჩინოშინმა იანვარში ტურნირზე თხუთმეტიდან ათი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ქართველმა გოლიათმა, დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოს იანვრის ტურნირის მეორე დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინს დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირასა და ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის ონოსიოს დასამარცხებლად რამდენიმე წამი დასჭირდა.

ტურნირის ორი დღის შემდეგ ტოჩინოშინს ერთი გამარჯვება და ერთი დამარცხება აქვს. გორგაძემ გუშინ აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა სიოჰოძანუსთან წააგო.

ქართველმა სუმოისტმა წლის პირველი ტურნირი წაგებით დაიწყო

ტოჩინოშინი ხვალ დასავლეთის მერვე მაეგაშირა რიუდენს შეხვდება. სპორტსმენებს შორის პირადი შეხვედრების ანგარიშია 2:1.

ტოჩინოშინის მსგავსად, რიუდენმა იანვრის ბაშოზე ერთხელ გაიმარჯვა და ერთხელ წააგო.

ტოჩინოშინმა, ყოფილმა ოძეკმა, სეზონი მაეგაშირას რანგში დაიწყო. იმისთვის, რომ კომუსუბი გახდეს, გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე 10-ზე მეტი გამარჯვება სჭირდება.

თხუთმეტი დღის განმავლობაში მაკუუჩის და ძიურეს ელიტური დივიზიონების მებრძოლებმა მონაწილეობა 15 ბრძოლაში უნდა მიიღონ.

იანვრის ჰაცუ ბაშო პროფესიული სუმოს მაკუუჩის უმაღლეს დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.