სამგორში მეორადი ტექნიკის საწყობი იწვის

ცეცხლს შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძვის. ხანძრის მიზეზებისა და შესაძლო ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ისანი-სამგორის რაიონში მეორადი ტექნიკის საწყობი იწვის, იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 200-300 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა.

ადგილზე ცეცხლს შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძვის. ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.