ყვითელი ამბები

„არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას...“ – „ნიჭიერის“ მონაწილე მძიმე სენს ებრძვის

მთის სიმღერების პოპულარული შემსრულებელი გიორგი ჩიტაური განსაცდელშია. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობისთვის საზოგადოების თანადგომა სჭირდება.
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. მომღერალი გიორგი ჩიტაური, რომელსაც ყველა კარგად იცნობს, რთულ მდგომარეობაშია. „ნიჭიერის“ მონაწილეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ნიჭიერი მუსიკოსები საქართველოდან ელისეს მინდვრებზე კონცერტს გამართავენ

მისი მეგობარი ირაკლი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში წერს, რომ მომღერალი უკიდურეს მდგომარეობაშია.

„არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. 6 თვეზე მეტია, გადის მკურნალობის კურსს. სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ყველა ერთად დავუდგეთ გვერდში და გადავარჩინოთ ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია. მიმღები: პავლე ჩიტაური; პ/ნ: 16001030946; თიბისი ბანკი. GE52TB774474506110“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ჭინჭარაული.

მას საქართველოში უამრავი ადამიანი იცნობს სიმღერით – „აყვავებულა არაგვზე დეკა”. წლების წინ პროექტ „ნიჭიერშიც” მონაწილეობდა, სადაც ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ ხალხი ფეხზე იდგა და ტაშს ისე უკრავდა.