ნაადრევი კალანდა: „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას ტრადიციების დარღვევაში ადანაშაულებს

ღონისძიების დაწყებამდე მუზეუმთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ, რომლებსაც ლობიო, პრასი და მჭადი ჰქონდათ მიტანილი.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ხელისუფლება ტრადიციებს არღვევს და კალანდას წინა დღით აღნიშნავს, აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში რადიანების მუზეუმთან შეიკრიბნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

„კალანდა-2020“: სალომე ზურაბიშვილი გურიას ეწვევა

„ხელისუფლება ტრადიციებს არღვევს და კალანდას წინა დღით აღნიშნავს. ამ ქვეყანაში ყველაფერი მათი სურვილისამებრ ხდება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ქათამაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, კალანდობის აღსანიშნავ დღესასწაულზე დვაბზუში ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელოდებიან.

ღონისძიების დაწყებამდე მუზეუმთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ, რომლებსაც ლობიო, პრასი და მჭადი ჰქონდათ მიტანილი. მათი თქმით, ტრადიციის თანახმად, კალანდობაზე მეკვლეს ხონჩას მიართმევენ ხოლმე, ისინი კი პრეზიდენტს „მის საყვარელ ლობიოსა და პრასს“ მიართმევენ.