გულის ამაჩუყებელი ვიდეო ავსტრალიიდან – ნახეთ რა ქნა კოალამ, რომელსაც ძალიან სწყუროდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ავსტრალიაშია გადაღებული და სადაც ჩანს, რომ კოალამ ტყის ხანძარს თავი დააღწია და მოსახლეობაში გამოვიდა წყლის დასალევად.
Sputnik

ავსტრალიის ტყის ხანძარმა იმაზე ორჯერ დიდი ტერიტორია გაანადგურა, რაც 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტყის ხანძარმა. ხანძრის შედეგად დაკარგულად ითვლება სულ მცირე 17 ადამიანი, გარდაცვლილია რვა, ასობით ათასი კი ევაკუირებული. ხანძარს მოხალისე მეხანძრეებიც ებრძვიან. ყველაზე დიდ იმედად ცივი სეზონი რჩება, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში მხოლოდ რამდენიმე თვეში დადგება.