უცხოელების საახალწლო თავგადასავლები თბილისში – ფოტო

Sputnik

ადრე საქართველოს ტურისტები ძირითადად ზაფხულში და შემოდგომაზე სტუმრობდნენ – სანამ თბილი ამინდებია. ახლა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან და უცხოელ სტუმრებში საქართველოს პოპულარობასთან ერთად, ტურისტები წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან დასასვენებლად. ტურისტებს შორის თბილისში ყველაზე პოპულარული ადგილი ქალაქის ისტორიული ცენტრია.

1 / 21
ძველ ქალაქში ტურისტების ძირითადი გასართობი ფოტოების გადაღებაა
2 / 21
ვახტანგ გორგასლის ძეგლთან ტურისტები ქალაქის სურათებს იღებენ
3 / 21
შემდეგ კი ერთმანეთის გადაღებას იწყებენ
4 / 21
ზოგიერთი მათგანი მოაჯირზე ძვრება ლამაზი სურათის გადასაღებად
5 / 21
ასეთი სესიის დროს მტკვარში გადავარდნის რისკი იზრდება, თუმცა ეს ტურისტებს ვერ აჩერებს
6 / 21
დედაქალაქის სტუმრები მოედანზე საკმაოდ დიდ დროს ატარებენ
7 / 21
ტურისტების დიდი ნაწილი გორგასლის ძეგლისა და მეტეხის ფოტოს მტკვრის მეორე მხრიდან იღებს
8 / 21
სწორედ აქ იყრის თავს ტურისტთა უმეტესი ნაწილი. ბევრი ტურისტი აეროპორტიდან პირდაპირ თბილისის ისტორიულ ცენტრში მიემართება
9 / 21
ტურისტები აბანოთუბანში მისვლის დროს
10 / 21
ქალაქის სტუმრები გოგირდის აბანოების ფონზე ფოტოების გადაღებისას
11 / 21
ტურისტები სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე
12 / 21
ზოგიერთი მათგანი მტკვარზე ტივით სეირნობს
13 / 21
ასეთი აქტიური ნაოსნობა თბილისს იანვარში არ ახსოვს. ტურისტები მტკვარზე სეირნობენ და ღირსშესანიშნაობებს იღებენ
14 / 21
ტურისტებს ძალიან უყვართ თბილისის ეს ლამაზი და კოლორიტული უბანი
15 / 21
ტურისტები ლეღვთახევში
16 / 21
ტურისტებს ქუჩაში ქართული ღვინის დაგემოვნებასაც სთავაზობენ
17 / 21
ეს კი თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა - ნარიყალას ციხე და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მის ტერიტორიაზე
18 / 21
ახალგაზრდა წყვილი ევროპის მოედანზე სეირნობის დროს
19 / 21
იანვარი საკმაოდ თბილი და უნალექო აღმოჩნდა, დღისით ტემპერატურა 15 გრადუსსაც აღწევს
20 / 21
ასე დაიწყო თბილისში იანვარი
21 / 21
სანამ თბილისის მკვიდრები საახალწლო დღესასწაულებს აღნშნავენ, ტურისტები ქალაქის ისტორიულ ცენტრს ეცნობიან და ახალი შთაბეჭდილებებით ივსებიან