თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, რომელიც ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს, შეზღუდვები ამოქმედდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ნაქერალას უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა >>
აღნიშნული გზის 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.