თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. იმპერატორის თასის მფლობელმა პირველმა ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ წლის პირველ ტურნირზე - ჰაცუ ბაშოზე ასპარეზობა წაგებით დაიწყო.
ტოჩინოშინმა წააგო ბრძოლა აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა სიოჰოძანუსთან, რომელიც ადრე 14-ჯერ დაამარცხა. ბრძოლისას ჩანდა, რომ ტოჩინოშინი ცუდ ფორმაშია და მას პერიოდულად აწუხებს ძველი ტავმები.
ტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა ონოსიოს შეხვდება, რომელიც ბაშოს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა - ის მხოლოდ 23 წლისაა.
ამჟამინდელ სეზონს ტოჩინოშინი მაეგაშირას რანგში იწყებს და კომუსუბის ტიტულის მოსაპოვებლად გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე 10-ზე მეტი გამარჯვება სჭირდება.
თხუთმეტი დღის განმავლობაში მაკუუტის და ძიურეს ელიტური დივიზიონების მებრძოლებმა მონაწილეობა 15 ბრძოლაში უნდა მიიღონ.
იანვრის ჰაცუ ბაშო - პროფესიული სუმოს - მაკუუტის უმაღლეს დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.