თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. რუსეთი საკუთარი ძალებით დაასრულებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, განაცხადა „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული გაზსადენი უცხოელი პარტნიორების გარეშე დასრულდება, გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა.
„ტექნოლოგიურ პრობლემებს დღეისათვის ჩვენი სიმძლავრეებით ვაგვარებთ, ამიტომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ ტექნოლოგიური წინააღმდეგობა იმისა, რომ ეს ჩვენით გავაკეთოთ, არ გაგვაჩნია“, - განაცხადა მილერმა.
სანქციების შემანელებელი ეფექტი
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 20 დეკემბერს მილსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „თურქეთის ნაკადი“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.
აშშ-მა მილსადენის გამყვანი კომპანიებისგან სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს. კომპანია Allseas-მა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების გაყვანით არის დაკავებული, მუშაობა უკვე შეაჩერა.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. მისი დასრულება 2019 წელს იგეგმებოდა.