ღამის კლუბ „ბასიანთან“ სროლა იყო: ერთი პირი დაკავებულია, არიან დაჭრილები

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი. ერთ-ერთი ვერსიით, უცნობმა მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანთან“ ღამით სროლა იყო, შსს-მ ერთი პირი დააკავა, იუწყება პირველი არხი შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი. ერთ-ერთი ვერსიით, უცნობმა მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

მომხდარის შემდეგ, კლუბის სტუმრებს საპატრულო პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია უცნობია.