ყვითელი ამბები

გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის გმირს შობის დღესასწაულზე ყური თხოვეს - სახალისო ვიდეო

საბერძნეთში ყოფნის დროს ბაჩიმ იახტაზე, რომანტიკულ სიტუაციაში ნინუცას ხელი სთხოვა. ვიდეო Instagram-ზე მოგვიანებით გამოაქვეყნა ნინუცამ და მხიარული დასათაურება „And she said "აბა რაა" Forever your mermaid“ მიაწერა
Sputnik

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ წარმატებული ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსახიობები ბაჩი ვალიშვილი და ნინუცა გაბისონია შეყვარებულები არიან. ფილმში ბაჩი მთავარ როლს ასრულებს, ნინუცას კი ეპიზოდური როლი აქვს. ფილმმა 25 სექტემბერს ნორვეგიაში ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალი (BIFF) გახსნა, მანამდე კი მისი პრემიერა სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა, მსახიობებიც ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ და ფილმის ჩვენებებს ესწრებოდნენ.

საბერძნეთში ყოფნის დროს ბაჩიმ იახტაზე, რომანტიკულ სიტუაციაში ნინუცას ხელი სთხოვა. ვიდეო Instagram-ზე მოგვიანებით გამოაქვეყნა ნინუცამ და მხიარული დასათაურება „And she said "აბა რაა" Forever your mermaid“ მიაწერა.

ცოტა ხნის წინ კი ნინუცამ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. ამჯერად მან სთხოვა ბაჩის ყური შობის ღამეს. „იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ვლაპარაკობ, მინდა გთხოვო ყური“, - ამბობს ნინუცა ვიდეოში და ბიჭს უჩოქებს, რის სანაცვლოად მისგან დადებითი პასუხიც მიიღო. მხატვრული ფილმის პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა და Director’s Fortnight სექციაში 25 ფილმს შორის მოხვდა. ლევან აკინის ფილმის პრემიერა საქართველოში 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა, რასაც წინააღმდეგობა შეხვდა ქართული ნაციონალისტური ჯგუფებისგან. ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს.