ავარია გლდანში - არიან დაშავებულები

გლდანის ხიდებთან სამარშრუტო მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისში, გლდანის ხიდებთან სამარშუტო მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილების შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.