მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო

მისმა უწმინდესობამ მიუსამძიმრა როგორც უკრაინის პრეზიდენტს, ისე იმ სახელმწიფოების მეთაურებს, რომელთა მოქალაქეებიც ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარი გამოთქვა თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი – 176 ადამიანი დაიღუპა, აღნიშნულია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე.

„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნების ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ", – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.