მსოფლიო დღეს

მამაკაცის ცხედარი რამდენიმე დღე იჯდა საახალწლო სუფრასთან - ღრეობის შედეგი

სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ დაკარგული მამაკაცი სუფრასთან იჯდა სავარძელში, ხოლო სახლში ბობოქარი ქეიფი გრძელდებოდა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის 30 დეკემბერს დაწყებულა. 
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. სტუმრის ცხედარი რამდენიმე დღის განმავლობაში იჯდა სადღესასწაულო სუფრასთან, სანამ ის სამართალდამცველებმა არ აღმოაჩინეს, იუწყება Sputnik ბელარუსი.

შემთხვევა ბელორუსში, ვიტებსკის ოლქის ერთ−ერთ სოფელში მოხდა. 

თვითმფრინავიდან ქალაქში მამაკაცის ცხედარი ჩამოვარდა – დაწყებულია გამოძიება

გავრცელებული ინფორმაციით, 8 იანვარს მილიციას სოფელ ჩერესში მცხოვრებმა ქალმა მიმართა და აცნობა, რომ მისი მეუღლე რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ბოლოს ის ერთ−ერთ თანასოფლელთან ნახეს სტუმრად. შესამოწმებლად მისულებმა კი აღმოაჩინეს, რომ დაკარგული მამაკაცი სუფრასთან იჯდა სავარძელში, ხოლო სახლში ბობოქარი ქეიფი გრძელდებოდა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის 30 დეკემბერს დაწყებულა. 

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი 6 იანვრის ღამითაა გარდაცვლილი.

ირკვევა, რომ გაუთავებელი ღრეობის დროს მასპინძელსა და სტუმარს შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც სახლის პატრონმა ამ უკანასკნელს თავში ხის მორი ჩაარტყა. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ სტუმარს თავზე კაპიუშონი ეფარა, ვერ მიხვდა, რომ სერიოზული ტრავმა მიაყენა. რამდენიმე დღის შემდეგ მასპინძელი მიხვდა, რომ სტუმარს „რაღაც სჭირდა“, მაგრამ არავის შეატყობინა. 

ეჭვმიტანილის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას ბელორუსის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.