მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა 10 იანვარს: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

მთვარის დაბნელება 10 იანვარს დაიწყება და 11 იანვარსაც გაგრძელდება. ამასთან, სავსემთვარეობაცაა - ეს ორი რთული მომენტი ადამიანებზე ძლიერ იმოქმედებს, თან, იმის გათვალისწინებით, რომ მთვარე კირჩხიბის თანავარსკვლავედში გადავა
Sputnik

როგორ შევხვდეთ ამ დღეს - ამის თაობაზე ასტროლოგები პროფესიულ რჩევებს გვაძლევენ.

2020 წლის პირველი სავსემთვარეობა ახალ, უჩვეულო მოვლენებსა და მოულოდნელ გარემოებებს მოიტანს.

რითია 10 იანვრის სავსემთვარეობა საინტერესო

წლის პირველი კვირების სცენარი წინასწარ არის გაწერილი. მოსაწყენად ადამიანები ვერ მოიცლიან, რადგან მთვარე კირჩხიბის თანავარსკვლავედში იქნება, რაც ემოციური ფონის მრავალფეროვნებას განაპირობებს. მთვარე სავსემთვარეობის ფაზას 10 იანვარს თბილისის დროით 23:23 წუთზე მიაღწევს.

ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ამ წლის პირველი სავსემთვარეობა იდეალური დროა წარსულთან გამოსამშვიდობებლად და ახლის მოსაზიდად. ამიტომ, თუ 2019 წელს ცხოვრებამ ბედნიერი წუთებით არ გაგანებივრათ, ახლა იდეალური დრო დადგა, რომ ამის შესახებ ითხოვოთ. სავსემთვარეობა მგრძნობიარე კირჩხიბის ეგიდით ჩაივლის, რაც საშუალებას იძლევა, გაერკვეთ საკუთარ თავში და დაიმორჩილოთ საკუთარი ემოციები. ამ დღის ენერგეტიკული ცენტრი ოჯახზეა ფოკუსირებული. ეს ნიშნავს ურთიერთობებს, კავშირების გამტკიცებას, ურთიერთობების გამორკვევას, საუბრებს გულის წარსულ და ამჟამინდელ ჭრილობებზე.

მთვარე ისედაც ზემოქმედებს ემოციურ სფეროზე, ამიტომ 10 იანვარი შედარებით მძიმე და არასტაბილური დღე იქნება. ბევრს შეიძლება გაუფუჭდეს განწყობა, გაიზარდოს აგრესია, გაჩნდეს მოუთმენლობა, კონფლიქტების წყურვილი და ა. შ. მაგრამ იქნება ასევე ყოფითი სასიხარულო წუთებიც. ამ დროს საშიშია „ბნელ" და ბოროტ სურვილებში ჩაძირვა.