მსოფლიო დღეს

სამედიცინო შეცდომა: გარდაცვლილი ქალი დაკრძალვის წინ გაცოცხლდა

გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის პაციენტი ოთხშაბათს გადაიყვანეს საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით. იმ მომენტისთვის ქალს გონება ჰქონდა დაკარგული.
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. ექიმების მიერ გარდაცვლილად ცნობილმა ქალმა თვალები გაახილა და წამოდგა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მის დაკრძალვას აპირებდნენ, იუწყება გამოცემა The Hindu. 

შემთხვევა ინდოეთში, კარნატაკის შტატში მოხდა. 

ინდოელ ბიჭს სტომატოლოგმა 500-მდე კბილი ამოუღო - საოცარი ვიდეო

გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის მალათი ჩაუგული ოთხშაბათს გადაიყვანეს საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით. იმ მომენტისთვის ქალს გონება ჰქონდა დაკარგული. ექიმები მის გადასარჩენად ბრძოლას შეუდგნენ, მაგრამ პაციენტი „გარდაიცვალა“ – მედიკოსებმა ფაქტი ოფიციალურად დაადასტურეს. 

მალატას ცხედარი ოჯახის წევრებმა სახლის ეზოში დაასვენეს, რათა ახლობლები და ნათესავები გამოთხოვებოდნენ. მაგრამ რაღაც მომენტში ქალმა თვალები გაახილა და წამოჯდა, რითიც შოკში ჩაყარა ხალხი. 

მოგვიანებით დადგინდა, რომ მალატა ჩაუგული მხოლოდ კომაში იყო.