დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი" თბილისურ სცენაზე აჟღერდება

სპექტაკლი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ბოლონიის Teatro Comunale-სა და საოპერო დარბაზ „აუდიტორიო დე ტენერიფეს“ (Auditorio de Tenerife) კოპროდუქციაა.
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. იტალიელი კომპოზიტორის გაეტანო დონიცეტის მხიარული დრამა „სიყვარულის ნექტარი“ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება 26, 27, 29 თებერვალსა და 1 მარტს, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე.

ორმოქმედებიანი ოპერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ბოლონიის Teatro Comunale-სა და საოპერო დარბაზ „აუდიტორიო დე ტენერიფეს“ (Auditorio de Tenerife) კოპროდუქციაა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჩაიკოვსკისა და პიაცოლას მუსიკის კონცერტზე გეპატიჟებათ

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია პაბლო მარიტანო, დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, მონაწილეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი და გუნდი; წამყვან პარტიებს ასრულებენ კლოდიან კაცანი, მარია-რიტა კომბატელი, ალბერტო ბონიფაციო.

პროექტი ხორციელდება ევროკომისიის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის" ფარგლებში.

დონიცეტის კალამს ეკუთვნის 68 ოპერა, მრავალი კანტატა, მესა და ფსალმუნი.

„სიყვარულის ნექტარი" კომპოზიტორმა სულ ორ კვირაში დაწერა. ოპერის პრემიერა 1832 წლის 12 მაისს გაიმართა.