ყვითელი ამბები

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია წელსაც წამყვანის გარეშე გაიმართება

ამერიკული კინოაკადემია ლოს–ანჯელესში ჯერ კიდევ 1927 წელს დაარსდა, მისი შექმნის იდეა კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ის დირექტორს ლუის მაიერს ეკუთვნის.
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს წამყვანის გარეშე გაიმართება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ლეონარდო დი კაპრიომ „ოსკარი“ მოიპოვა

ეს „ოსკარის“ ისტორიაში უკვე მესამე შემთხვევაა. ცერემონიას წამყვანი არც გასულ წელს ჰყავდა. მსახიობი კევინ ჰარტი 91-ე ცერემონიის წამყვანად დაასახელეს, თუმცა იმავე თვეს მან ამ ამპლუაზე უარი თქვა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში მის 10 წლის წინანდელ ჰომობობიურ პოსტებზე კრიტიკა გახდა. 

მანამდე წამყვანის გარეშე ცერემონია 1989 წელს გაიმართა. 2020 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება.

ამერიკული კინოაკადემია ლოს–ანჯელესში ჯერ კიდევ 1927 წელს დაარსდა, მისი შექმნის იდეა კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ის დირექტორს ლუის მაიერს ეკუთვნის. აკადემიის პირველი პრეზიდენტი დუგლას ფერბენქსი გახდა, რომელიც კინოსამყაროში გამოჩენილი მიღწევებისათვის პრიზის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდა.