ლაშა ტალახაძე: ეს ყველაზე დიდი ჯილდო იყო ჩემთვის

ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე საკუთარ მიღწევებზე საუბრობს.
Sputnik
ლაშა ტალახაძე: ეს ყველაზე დიდი ჯილდო იყო ჩემთვის
„მატება გვქონდა ოჯახში – ქალიშვილი შემეძინა და ეს ალბათ ყველაზე დიდი ჯილდო იყო ჩემთვის. 2019 წელი სპორტული კუთხითაც ძალიან წარმატებული იყო, ერთ-ერთი ისეთი მაჩვენებელი დავაფიქსირე, რაც ჯერ არ დაფიქსირებულა მსოფლიო ასპარეზზე. ამითაც კმაყოფილი ვარ“, – ამბობს ლაშა ტალახაძე.

ძალოსნის თქმით, როგორც კი პირველი ნაბიჯები გადადგა სპორტში, მიხვდა, რომ ჰქონდა დიდი წარმატების მიღწევის პოტენციალი. ძალა სპორტის რამდენიმე სახეობაში მოსინჯა, ბოლოს კი არჩევანი ძალოსნობაზე შეაჩერა.