გადამწვარი მიწა და ცხოველების სასაფლაო: ავსტრალიის ხანძრის აპოკალიფსური ფოტოები

Sputnik

პროფესორ კრის დიკმანის შეფასებით, მხოლოდ ახალი უელსის შტატში ხანძარს 800 მილიონზე მეტი ცხოველი შეეწირა, ქვეყანაში დაღუპული ცხოველების რაოდენობამ კი მილიარდს გადააჭარბა.

ეს რიცხვი მოიცავს ძუძუმწოვრებს (გარდა ღამურებისა), ფრთოსნებსა და რეპტილიებს, მაგრამ არა ბაყაყებს, მწერებსა და სხვა უხერხემლოებს. საფრთხის ქვეშაა ახალი უელსის ველური ბუნება. სიდნეის უნივერსიტეტის განცხადებაში ლაპარაკია კლიმატის შესაძლო ცვლილებაზე და ეგზოტიკური მავნებლების გავრცელების საფრთხეზე.

1 / 18
ტყის ხანძარი ავსტრალიის რამდენიმე რეგიონში მძვინვარებს, რამაც უკვე გამოიწვია კატასტროფული შედეგები
2 / 18
სტიქიას მილიარდზე მეტი ცხოველი შეეწირა
3 / 18
პროფესორი კრის დიკმანის თქმით, 800 მილიონზე მეტი ცხოველი შეეწირა ხანძარს ახალი უელსის შტატში
4 / 18
დიკმანის მიერ მოყვანილი ციფრები დაფუძნებულია ველური ბუნების მსოფლიო ფონდის 2007 წლის ანგარიშზე
5 / 18
კვლევების დროს მეცნიერები კონსერვატიულ შეფასებებს იყენებდნენ, ამიტომ დაღუპულ ცხოველთა რიცხვი, შესაძლოა მეტიც იყოს
6 / 18
ავსტრალიაში ხანძრის შედეგად მილიონობით ჰექტარი მიწა დაიწვა
7 / 18
ხანძარს ბოლო თვეებში 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, განადგურდა ათასობით სახლი
8 / 18
ხანძრის მიზეზებად ოფიციალურად ბუნებრივი მიზეზები დასახელდა - მეხის ჩამოვარდნა და მშრალი ამინდი, ასევე ადამიანის დაუდევრობა ან შეგნებულად ხანძრის გაჩენა
9 / 18
ზოგიერთ ადგილზე ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ მისი ჰაერიდან ჩაქრობა შეუძლებელი გახდა
10 / 18
ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს
11 / 18
ხელისუფლება საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ხომალდებს გზავნის დაზარალებულ რეიონებში
12 / 18
პირველი ძლიერი აალება ავსტრალიის აღმოსავლეთ შტატებში სექტემბერში დაიწყო, თუმცა ასეთი მასშტაბური სახე სტიქიურმა უბედურებამ ოქტომბრის ბოლოს მიიღო
13 / 18
ორი თვის განმავლობაში ნახევარ მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა
14 / 18
ტყის ხანძარი ავსტრალიაში ყოველწლიური მოვლენაა
15 / 18
თუმცა ანომალიური სიცხე წელს სტიქიის ნაადრევი დაწყების წინაპირობა იყო
16 / 18
სოციალურ ქსელებში ვრცელდება დაღუპული ცხოველების ასობით სურათი, რომელთა შორის არიან კოალები, კენგურუები და ოპოსუმები
17 / 18
გვალვის გამო ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთში რამდენიმე ათასი ველური აქლემის მოკვლის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან მათ ბუნებრივი წყაროები აღარ ჰქონდათ და სოფელბში მოსახლეობაზე თავდასხმა დაიწყეს წყლის მოსაპოვებლად
18 / 18
ხანძართან ბრძოლაში ავსტრალიას დახმარებას მთელი მსოფლიოდან სთავაზობენ - საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, კანადიდან, აშშ-დან. ასობით და მილიონობით დოლარს იღებენ შმოწირულობის სახით კინოს და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, მუსიკოსები და სპორტსმენები