უამინდობა საქართველოში: ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

ნაქერალას უღელტეხილზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-52 კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) თოვისა და უამინდობის გამო სატრანსპორტო მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის კი მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.