რუსთავში დედა და სამი წლის ბავშვი მხუთავი აირით მოიწამლნენ

დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. რუსთავში მხუთავი აირით დედა და მისი სამი წლის შვილი მოიწამლნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

თბილისში CO-თი ორი არასრულწლოვანი მოიწამლა

შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

დედა-შვილი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გაზგამანაწილებელი კომპანიები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ახსენებენ, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული ხელსაწყოები, განსაკუთრებით, ღია წვის კამერიანი, საშიშია სიცოცხლისთვის.