თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულ მაჩვზღარბას პატრული „აკავებს“ – ვიდეო

თბილისის ზოოპარკიდან მაჩვზღარბა გაიქცა, რომელიც უკან პატრულის თანამშრომლებმა დააბრუნეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში თომა ჩაგელიშვილი ავრცელებს.
Sputnik

ცხოველი თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. ის ქუჩაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო. ვიდეოში ჩანს, როგორ „აკავებენ“ მაჩვზღარბას პატრულის თანამშრომლები.