ლომთაძე: კლინიკაში მომართვიანობა გაზრდილია, ჩივილებია – ხველა, ცხელება, ტემპერატურა

ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ექიმი თამარ ლომთაძე საუბრობს კლინიკაში ვირუსების ნიადაგზე გაზრდილ მიმართვიანობაზე.
Sputnik
ლომთაძე: კლინიკაში მომართვიანობა გაზრდილია, ჩივილებია – ხველა, ცხელება, ტემპერატურა
„ემერჯენსში მომართვიანობა გაზრდილია. პაციენტებს, რომლებიც მოდიან, ძირითადი ჩივილები აქვთ ხველა, ცხელება, ძირითადად აქტიური ტემპერატურით. უმეტესწილად B ტიპის ვირუსზე იყო შემთხვევები. ასეთ პაციენტებს მკურნალობა უგრძელდებათ სტაციონარში“, – აღნიშნა თამარ ლომთაძემ.

კლინიკის ექიმის განმარტებთ, გრიპის აქტიურ სეზონზე უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი, ხშირად გავანიავოთ ოთახი და სასურველია კოლექტივში არ გავიდეს ადამიანი.