მარტვილში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ბრალდებულის სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცმა ოჯახის ახლობელი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე მამაკაცი მეზობელმა მოკლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა სოფელ ტალერში გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ბრალდებულის სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცმა ოჯახის ახლობელი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე, „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს.