ირანში უკრაინული სამგზავრო ლაინერი ჩამოვარდა – ფოტო

Sputnik

ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა უკრაინული სამგზავრო ლაინერი, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მოხდა. საჰაერო ხომალდი თითქმის აფრენისთანავე ჩამოვარდა.

მასმედიის ცნობით, მგზავრებს შორის იყვნენ ირანის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები. კატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა.

აეროპორტის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ავიალაინერის ტურბინის აალება გახდა.

1 / 12
უკრაინული ლაინერი Boeing 737 თეირანის იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა
2 / 12
რეისი PS752 თეირანიდან დილით ადრე გაფრინდა. აფრენიდან 2 წუთის შემდეგ მონაცემების მოწოდება შეწყდა
3 / 12
თავდაპირველი ვერსიით, ავარია „ტექნიკურმა პრობლემებმა“ გამოიწვია
4 / 12
მოგვიანებით აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატასტროფის მიზეზი ტურბინის აალება გახდა
5 / 12
თვითმფრინავში 180 მგზავრი იმყოფებოდა
6 / 12
მათგან 147 ირანელი და 32 უცხოელი
7 / 12
მგზავრებს შორის იყვნენ ირანის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები
8 / 12
კატასტროფის შედეგად ყველა დაიღუპა
9 / 12
მაშველები ავიაკატასტროფის ადგილზე ირანში
10 / 12
ამ დროისათვის ადგილზე მუშაობს გამომძიებელთა ჯგუფი
11 / 12
ელექტრო ტაბლო ბორისპოლის აეროპორტში, რომელზეც თეირანის რეისი გაუქმებულია
12 / 12
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე დაღუპულთა ოჯახებისადმი სამძიმარი გამოთქვა. მისი თქმით, უკრაინის საელჩო სწავლობს ტრაგედიის გარემოებებსა და დაღუპულთა სიას იკვლევს