ავარია ხულოში: ერთი ადამიანი დაიღუპა

მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა, დაშავებულ მამაკაცს კი სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ხულოში, ღორჯომის თემში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა.

ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.