თერჯოლის რაიონში უბედურ შემთხვევას ექვსი წლის ბავშვი ემსხვერპლა

ექვსი წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. უბედური შემთხვევა მოხდა თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირში – სამი წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რის შედეგად ტყვია ექვსი წლის ძმას მოხვდა, იუწყება პირველი არხი.

ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 116–ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.