ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2 იანვარს, ღამით ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან ოპერაცია ჩაატარა ქასემ სულეიმანისა და ირანის შიიტური დაჯგუფების მეთაურის მოადგილე აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის წინააღმდეგ, რომლებსაც ვაშინგტონი მიიჩნევს ბაღდადში 2019 წლის 31 დეკემბერს ამერიკის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზატორებად.
ისლამური რევოლუციის ირანული კორპუსის მცველთა სპეცდანაყოფი „კუდსის“ მეთაური სულეიმანი სარაკეტო შეტევის შედეგად დაიღუპა. გენერალთან ერთად გარდაიცვალა კიდევ ათი ადამიანი.
ირანის აიათოლა ალი ჰამენეიმ სულეიმანის გამო აშშ-ზე შურისძიების პირობა დადო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ „სწრაფ და ძლიერ“ დარტყმას განახორციელებს ირანის 52 ობიექტზე, თუ ამერიკელებზე შეტევა მოხდა.