რუსთავში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა

რა გახდა პატარა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, ასევე ტრაგიკული შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. რუსთავში წლინახევრის გოგონა ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს, იუწყება პირველი არხი.

რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ასევე ტრაგიკული შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტელეკომპანიის ცნობით, შსს-ში სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.