გუდაურში ზვავში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

ტურისტს მაშველები ერთი დღის განმავლობაში ეძებდნენ და გუშინ აღმოაჩინეს. ამჟამად მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. მაშველებმა რუსი ტურისტი, რომელიც გუდაურში ზვავში მოყვა, გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ტურისტს მაშველები ერთი დღის განმავლობაში ეძებდნენ და გუშინ აღმოაჩინეს. ამჟამად მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

ტელეკომპანიის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.