ნინო სუხიშვილი: ხალხს მარტო იმიტომ არ ვუყვარვართ, რომ კარგად ვცეკვავთ...

ნინო სუხიშვილი თავისი კარიერის დაწყების დროს იხსენებს, როდესაც ანსამბლში მოვიდა და სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობა მოუწია. ამბობს, რომ მიზანი მაშინ ჩათვალა მიღწეულად, როდესაც მშობლებისგან პირველი ქება დაიმსახურა.
Sputnik
ნინო სუხიშვილი: ხალხს მარტო იმიტომ არ ვუყვარვართ, რომ კარგად ვცეკვავთ...
„მე სამხატვრო აკადემია დავამთავრე და ჩემი პირველი სამსახური ანსამბლში მხატვარ-დიზაინერობა იყო, ბატონ სოლიკო ვირსალაძის ასისტენტი ვიყავი. ორი წელი ვიმუშავე მის გვერდით და ძალიან მეამაყება ეს ამბავი. რა სტატუსი აღარ მქონდა ანსამბლში: კოსტიუმერიც ვიყავი, ოფის-მენეჯერიც, ანსამბლის პიარიც... ყველა საფეხური გავიარე, პირდაპირ გენერალურ დირექტორად არ მოვსულვარ. როცა ცნობილი ოჯახის შვილი ხარ, ყოველთვის გაქვს იმის კომპლექსი, რომ არ იყო მათი ჩრდილის ქვეშ“; – ამბობს ნინო სუხიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

ქორეოგრაფი ნინო სუხიშვილი ამბობს: „როცა ასეთ ოჯახში ხარ, ორჯერ მეტი გჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდრო. სანამ პირველი შექება არ მივიღე, არ გავჩერდი“.